Wed 3 Dec

საშობაო სოფელი 2025

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გიწვევთ ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებაზე - საშობაო სოფელი 2025, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება 5 დეკემბერს, ხოლო დამატებითი ღონისძიებები გაიმართება 12 და 19 დეკემბერს.

საშობაო სოფელში დაგხვდებათ სადღესასწაულო გარემო, სადაც შეძლებთ ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით, ჩაერთოთ გასართობ აქტივობებში და დააგემოვნოთ სადღესასწაულო კერძები და ტკბილეულობა. 

5 დეკემბერი: 

  • DJ;
  • გათამაშება;
  • საახალწლო ბაზრობა – საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

12 დეკემბერი:

  • ცოცხალი მუსიკა;
  • კურსდამთავრებულების დაჯილდოება;
  • საახალწლო ბაზრობა – საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

19 დეკემბერი:

  • ტალანტების შოუ;
  • “მის და მისტერ უნივერსიტეტის” კონკურსი;
  • საახალწლო ბაზრობა – საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.


დრესკოდი: საახალწლო / სადღესასწაულო.