
Wed 3 Dec
საშობაო სოფელი 2025
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გიწვევთ ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებაზე - საშობაო სოფელი 2025, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება 5 დეკემბერს, ხოლო დამატებითი ღონისძიებები გაიმართება 12 და 19 დეკემბერს.
საშობაო სოფელში დაგხვდებათ სადღესასწაულო გარემო, სადაც შეძლებთ ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით, ჩაერთოთ გასართობ აქტივობებში და დააგემოვნოთ სადღესასწაულო კერძები და ტკბილეულობა.
5 დეკემბერი:
- DJ;
- გათამაშება;
- საახალწლო ბაზრობა – საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
12 დეკემბერი:
- ცოცხალი მუსიკა;
- კურსდამთავრებულების დაჯილდოება;
- საახალწლო ბაზრობა – საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
19 დეკემბერი:
- ტალანტების შოუ;
- “მის და მისტერ უნივერსიტეტის” კონკურსი;
- საახალწლო ბაზრობა – საჩუქრები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
დრესკოდი: საახალწლო / სადღესასწაულო.