Mon 3 Nov

სამართლებრივი კლინიკის პროგრამა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, აცხადებს სამ თვიან  სამართლებრივი კლინიკის პროგრამას ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. პროგრამა ხორციელდება ,,ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის” (COVIOCRIME) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. პროგრამა მოიცავს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარების კურსებს და განკუთვნილია სამართლისა და მედიცინისა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სწავლების მეორე წლიდან.

კლინიკის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის საჭირო სამართლებრივი თუ სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობას, დახმარებას და მიღებული ცოდნის საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის გაზიარებას.

კლინიკის პროგრამის ხანგრძლივობა არის სამი თვე,  2025 წლის 15 ნოემბრიდან  2026 წლის 15 თებერვლამდე.

პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო!

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კლინიკის გავლის მსურველთა რეგისტრაციის მიმდინარეობს 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, აღნიშნულ ბმულზე

კლინიკის პროგრამის მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

კლინიკის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან  ქალთა მიმართ ძალადობის  წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო  სტანდარტებს, მათი დაცვის მექანიზმებსა და მსხვერპლთა დაცვის საქმეებზე მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ასევე საქართველოს კანონმდებლობასა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებებს.  გაეცნობიან  სისხლის სამართლის საქმეებს (კონფიდენციალურობის წინაპირობების დაცვით), სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.  შეისწავლიან დაზარალებული მსხვერპლი ქალების დაცვის მექანიზმებს,  სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა მოსაზრებებს მტკიცებულებათა შეკრებისა და მოპოვების კუთხით. მოისმენენ  ლექციებს  და პრაქტიკაში შეისწავლიან არსებულ პრობლემატურ საკითხებს.