
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიული კლინიკა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიულ კლინიკაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ხორციელდება ,,ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის” (COVIOCRIME) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. პროგრამა მოიცავს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარების კურსებს და განკუთვნილია სამართლისა და მედიცინისა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სწავლების მეორე წლიდან.
კლინიკის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის საჭირო სამართლებრივი თუ სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობას, დახმარებას და მიღებული ცოდნის საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის გაზიარებას.
კლინიკის პროგრამის ხანგრძლივობა არის სამი თვე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე.
პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო!
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კლინიკის გავლის მსურველთა რეგისტრაციის მიმდინარეობს 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, აღნიშნულ ბმულზე.
კლინიკის პროგრამის მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
კლინიკის ფარგლებში სტუდენტები:
- გაეცნობიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დაცვის მექანიზმებსა და მსხვერპლთა დაცვის საქმეებზე მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
- შეისწავლიან ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებს;
- გაეცნობიან სისხლის სამართლის საქმეებს, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- შეისწავლიან დაზარალებული მსხვერპლი ქალების დაცვის მექანიზმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა მოსაზრებებს მტკიცებულებათა შეკრებისა და მოპოვების კუთხით;
- ჩაერთვებიან სპეციალისტებთან ერთად კლინიკის რეალურ საქმეებში მომსახურების გაწევის პროცესში.