
Fri 7 Nov
სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტური
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იწყებს 2025–2026 სასწავლო წლის სასკოლო ოლიმპიადის პირველ ტურს. საქართველოს მასშტაბით, წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 1000-მდე მოსწავლე.
ტურების ჩატარების განრიგი:
- 15 ნოემბერი, 12:00სთ - სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა);
- 15 ნოემბერი, 15:00 სთ - ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე;
- 16 ნოემბერი, 12:00 სთ - სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლები;
- 16 ნოემბერი, 15:00 სთ - მედია მიმართულება;
- 22 ნოემბერი, 15:00 სთ - მათემატიკა/ბიზნესი – სამეწარმეო საფუძვლები.
დარეგისტრირებული მოსწავლეები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ ტურში მონაწილეობის დეტალურ ინსტრუქციას.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!