
Mon 13 Oct
უნივერსიტეტის მე-12 საიუბილეო საღამო
2025 წლის 10 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მეთორმეტე დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებას სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტისა და შვილობილი კომპანიების თანამშრომლები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუბილეს ფარგლებში გაიმართა კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნა შვილობილი კომპანიების განვითარების გეგმა, რომელიც უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს მისი გავლენისა და პარტნიორული ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას.
საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის გაიმართა არაფორმალური მიღება.