
სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო!
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, მომავალი თაობის განათლების განვითარების, სკოლებში სასწავლო პროცესის, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენისა და წახალისების ხელშეწყობის მიზნით, სასკოლო ოლიმპიადას უკვე წლებია უწევს ორგანიზებას.
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო 20 ოქტომბერს და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობა და საკუთარი ცოდნის გამოვლენა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ხუთი ძირითადი მიმართულებით შეეძლებათ:
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (კომბინირებული ტესტური დავალება ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა);
- ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე;
- სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლები;
- მათემატიკა/ბიზნესი – სამეწარმეო საფუძვლები;
- მედია მიმართულება.
ოლიმპიადის ფორმატი: ოლიმპიადის პირველი ტურები მოსწავლეთა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება ონლაინ - მოსწავლის სამუშაო სივრცეში, ხოლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურები გაიმართება თბილისში - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ.11).
გამარჯვებულებს, მათი გამოცდილებისა და განვითარებისთვის შთამბეჭდავი პრიზები ელოდებათ წინ, კერძოდ:
- სწავლის დაფინანასება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
- „საგაზაფხულო სკოლაში“ გამგზავრება „უნივერსიტეტის ელჩის“ სტატუსით;
- გაცვლით პროგრამებში ჩართვა;
- უცხოეთში სწავლება;
- ანაზღაურებადი სტაჟირება უმსხვილეს ბიზნეს კომპანიაში და სხვა საინტერესო პრიზები.
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა!
ოლიმპიადის ტურების ჩატარების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ეცნობებათ მონაწილეებს ინდივიდუალურად. ოლიმპიადის ტურების დაწყებამდე, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სპეციალური ბმულის მეშვეობით დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს და მიიღონ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია.
ოლიმპიადის ტურის გამოტოვების შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსენება ოლიმპიადიდან.
სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეეძლება როგორც სკოლას, ასევე თავად მოსწავლეს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს.
ყურადღება! რეგისტრაციისას მოსწავლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის სისწორეზე პასუხისმგებელია უშუალოდ რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი. ელექტრონული ფოსტის მისამართად არ მიუთითოთ „icloud“ და „students.gov.ge“.
მოსწავლეს მიმართულების არჩევისას არ არის შეზღუდული და შეუძლია აირჩიოს რამოდენიმე მიმართულება.
ოლიმპიადაში მონაწილეობა ეზღუდება, უკვე ჩატარებული ოლიმპიადის გამარჯვებულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 577 222 302; 595 159 090.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას!