
თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
უნივერსიტეტსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ბავშვთა და მოზარდთა სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, პოპულარიზაციასა და განვითარებას, ასევე განათლებისა და სპორტის ინტეგრაციის ხელშეწყობას.
მხარეები გააერთიანებენ ძალისხმევას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლებისთვის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული პროექტების განხორციელებაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, დაფუძნდება საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი — „ნიუ ვიჟენ თასი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოური საფეხბურთო გუნდები.
პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზობებში ჩართვას და რეგიონული გუნდების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.