Sun 5 Oct

იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორების გამოსაშვები ღონისძიება

2025 წლის 26 სექტემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა გამოსაშვები ღონისძიება გამართა. 

ცერემონიის ფარგლებში, პროგრამის მე-19 გამოშვების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები. ღონისძიებაზე მონაწილეებმა გააზიარეს სტაჟირების განმავლობაში მიღებული გამოცდილება და მადლიერება გამოხატეს იმისთვის, რომ მიეცათ შესაძლებლობა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ და პროფესიულად განვითარებულიყვნენ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას: სტუდენტი სწავლობს კეთებით, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი ყოველ 6 თვეში აცხადებს კონკურსს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და შესაძლებლობას აძლევს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შეიძინონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება რეალურ კლიენტებთან რეალურ საქმეებში ჩართულობით.