
Sun 14 Sep
გიორგი ბარკალაია მეორე ვადით აირჩა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის რექტორად
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორი გიორგი ბარკალაია მეორე ვადით გააგრძელებს საქმიანობას თანამდებობაზე.
მისი ხელმძღვანელობით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია ორიენტირებულია საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებაზე, კვლევის გაძლიერებასა და საერთაშორისო ინტეგრაციაზე.
გიორგი ბარკალაიას საგანმანათლებლო, მარკეტინგულ და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დამთავრებული აქვს ტორონტოს უნივერსიტეტი და ფლობს დოქტორის ხარისხს მარკეტინგის მიმართულებით.