
Thu 18 Sep
სასერტიფიკატო კურსები ხელოვნების მიმართულებით
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო კურსებზე:
- ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება;
- ფეხსაცმლის მხატვრული მოდელირება;
- ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების მხატვრული მოდელირება;
- ქსოვილების მხატვრული დამუშავება.
კურსებს უხელმძღვანელებენ დიზაინერები თათა ვარდანაშვილი და ანა ლაბაძე.
კურსის უნიკალურობას განაპირობებს ფოკუსი ეკოლოგიურად მდგრად მასალებსა და წარმოების მეთოდებზე, რაც თანხვედრაშია თანამედროვე მოდის ინდუსტრიის გამოწვევებთან.
მონაწილის არჩევანის შესაბამისად, შესაძლებელია ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი პროგრამის გავლა.
კურსის ღირებულება: 250 ლარი თვეში, შერჩეული პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად.
სასწავლო პროცესი დაიწყება 14 ოქტომბერს.
სასურველ პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.