
სტუდენტური კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა იწვევს პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ევროპული კვლევების, ჟურნალისტიკის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების ბაკალავრიატის სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოზე სტუდენტურ კონფერენციაში.
წლევანდელი კონფერენციის თემაა: „ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპა - სადავოდ ქცეული ღირებულებები და ცვალებადი პოლიტიკა“.
- კონფერენციის თარიღი: 2025 წლის 25 ოქტომბერი.
- აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ოქტომბერი.
- ენა: ქართული / ინგლისური
კონფერენციაზე დამსწრედ რეგისტრაციისთვის ან თქვენი გამოსვლის აბსტრაქტის (500-700 სიტყვა) ასატვირთად, გამოიყენეთ შემდეგი ბმული.
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 15 ოქტომბერი.
საუკეთესო ნაშრომები განიხილება New Vision University-ის მიერ კონფერენციისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოცემაში გამოსაქვეყნებლად.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ დამატებით ინფორმაციას კონფერენციის თემის შესახებ.