Tue 26 Aug

პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. ელექტრონული განაცხადის ფორმაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (სკოლის ატესტატი) ასლი (სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დაწყებამდე უნივერსიტეტში წარმოადგინოს სკოლის ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
  • ფოტოსურათი (3X4).

სასწავლო პროცესი დაიწყება 8 სექტემბერს.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია

პირი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს და ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია პირველკურსელი სტუდენტებისთვის მოიცავს:

  • სარეგისტრაციო განაცხადის შევსებას
  • სავალდებულო დოკუმენტების წარმოდგენას
  • სწავლის საფასურის გადახდას

უკვე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდას შესაბამის ვადებში

ხელშეკრულების გაფორმება

  • ჩარიცხვის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ფორმდება ხელშეკრულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით. 
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეცვლა დასაშვებია, თუ ის აუმჯობესებს სტუდენტის უფლებრივ მდგომარეობას.  

აკადემიური რეგისტრაცია

სწავლების სემესტრული საფასურის დადგენილ ვადაში გადახდის შემდგომ, სტუდენტი გადის აკადემიურ რეგისტრაციას. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების არჩევას სემესტრის განმავლობაში საშუალოდ 30 კრედიტის ოდენობით.

აკადემიური რეგისტრაცია ხორციელდება სტუდენტის პორტალის მეშვებით. 

NewVision University Logo

თანდართული (ასატვირთი) დოკუმენტების ჩამონათვალი:

დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif