Fri 1 Aug

ლიტერატურის სისტემური მიმოხილვა: შესავალი კურსი

ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვის  ლიტერატურის სისტემატური მიმოხილვის კურსი ჩატარდა. კურსი თეორიულ სწავლებასთან ერთად, მონაწილეების მიერ აღნიშნული მეთოდით ჩატარებული კვლევის საფუძველზე სტატიის მომზადებისა და გამოქვეყნების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. 

 

მონაწილეებს გაეცნოთ აღნიშნული მეთოდით კვლევის ჩატარების სრული პროცესი, რომელიც მოიცავდა კვლევის პროტოკოლის შემუშავებას, საძიებო ფრაზის შედგენას და სტატიების აკადემიურ საძიებო პლატფორმებზე მოძებნას. მონაწილეები ასევე გაეცნენ მოძიებული სტატიებიდან საკვლევ კითხვებზე მორგებული მონაცენების შეგროვების ტექნიკებს. 

 

კურსი რვა სესიისგან შედგებოდა და მას უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორი, ნატალია ედიშერაშვილი გაუძღვა.