Mon 4 Aug

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისთვის

მიღება მიმდინარეობს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

აგანმანათლებლო პროგრამა

კვალიფიკაცია

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები      

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალი

სამართლის მაგისტრი

სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გამოცდა სპეციალობაში.

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  

ბიზნესის ადმინისტრირება  

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარსხი.  

გამოცდა სპეციალობაში;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  

ჯანდაცვის მენეჯმენტის

ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი

ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  

გასაუბრება;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  

ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო

მაგისტრი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოში

ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  

გასაუბრება;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ინოვაციების მენეჯმენტში

 

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში

ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  

გასაუბრება;  

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე).  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობით და ჩაბარებულად ითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში.

გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება საჭიროების შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ ფლობს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3x4;
  • ავტობიოგრაფია / CV ;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე). აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია ინგლისური ენის ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტში (იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ სხვა ქვეყანაში;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადის წარდგენა: არაუგვიანეს 12 სექტემბერს 12:00 საათისა;
  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): სპეციალობის გამოცდამდე, არაუგვიანეს 12 სექტემბრის;
  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში: 15-19 სექტემბერი,
  • გამოცდის შედეგებისა და პროგრამაში ჩარიცხვის კანდიდატების განხილვა: 22-23 სექტემბერი;
  • აპელაციების მიღება: 24 სექტემბერი;
  • გასაჩივრების შედეგების გამოცხადება: 24-25 სექტემბერი;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: არაუგვიანეს 29 სექტემბრისა.
NewVision University Logo

თანდართული (ასატვირთი) დოკუმენტების ჩამონათვალი:

დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif
დასაშვები ფაილები: pdf, docx, xlsx, txt, png, jpg, gif

უცხო ენის გამოცდის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ გამოცდის თქვენთვის სასურველი თარიღი, არა უგვიანეს 13 სექტემბრის 18:00-სა (გთხოვთ აირჩიოთ დრო სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში)