
Tue 15 Jul
საზაფხულო სკოლა
ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მზეთამზეში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 26-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
მონაწილეებმა განავითარეს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები, მოისმინეს ლექციები მედია და ევროინტეგრაციის საკითხებზე და მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშებში.
პროგრამის დასასრულს ყველა ფინალისტს გადაეცა პრიზები და სერტიფიკატები.