Tue 24 Jun

მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამა

13-22 ივნისს ააიპ რეზოლვმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩაატარა მორიგი მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი და სამართლის სკოლის დეკანი სოფიო ჩაჩავა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი სოფიო ტყემალაძე. ტრენინგში მონაწილეობდნენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსები, რომლებმაც აითვისეს ეფექტიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და მედიაციის უნარ-ჩვევები.

ტრენინგის დასასრულს კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.