
შეცვალე მომავალი - მდგრადი განვითარება შენი ჩართულობით
„შეცვალე მომავალი - მდგრადი განვითარება შენი ჩართულობით" - სტუდენტური კონფერენცია სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, 9 ივლისს.
სტუდენტებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეკომენდაციები მათ დასაძლევად. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობადობის ამაღლება, სტუდენტთა ჩართულობით დიალოგის წარმართვა და ხედვების გაზიარების პლატფორმის შექმნა, ასევე სტუდენტთა კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სტუდენტთა მოხსენებები ეხებოდა გაეროს მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს, როგორიცაა: ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა; მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები; ხარისხიანი განათლება; შემცირებული უთანასწორობა; მდგრადი მოხმარება და წარმოება; გენდერული თანასწორობა და სხვა.
ღონისძიების ორგანიზატორები - სამართლის, პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლისა და განათლების მიმართულების პროფესორები - სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ საუკეთესო ნაშრომების პუბლიკაციისთვის მომზადებაში. ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ჟურნალის სპეციალურ გამოშვებაში.