
კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იწყებს ნომინაციების მიღებას კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათი მიღწევების წარმოჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
2025 წელს გამარჯვებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს შემდეგ ხუთ ნომინაციაში:
- უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობა
- საზოგადოებრივი ჩართულობა
- თანასწორობის ხელშეწყობა
- კვლევა და ინოვაცია
- პროფესიული მიღწევა
დაჯილდოების ცერემონია ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს ინტეგრირდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გააძლიერონ და მრავალფეროვანი გახადონ პროფესიული კავშირები მათი გამოცდილების წარმოჩენის გზით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, დასრულების წლის მიუხედავად. ამასთანავე, ნომინანტად შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა პირის წარდგენა.
ნომინაციების მიღება 2025 წლის 31 აგვისტომდე მიმდინარეობს.
ნომინაციის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.