
Fri 23 May
ტრენინგი და დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მოსწავლეებისთვის ჩაატარა ტრენინგი და დებატები არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე.
ტრენინგს და დებატებს ხელმძღვანელობდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ლიკა საჯაია და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური ასისტენტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ელენე მჭედლიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სადებატო უნარების განვითარება.