Sun 25 May

„Staff Training Week" ზაარლანდის უნივერსიტეტში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მენეჯერმა, მარიამ მუმლაძემ, მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ „Staff Training Week"-ში, რომელიც 2025 წლის 19-23 მაისს ზაარლანდის  უნივერსიტეტში (გერმანია) ჩატარდა. 

პროგრამის მთავარი თემა იყო "European Focus and Global Reach: Cross-Border Teaching and Cooperation Practices at Saarland University". პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სპეციალიზებული ვორქშოპები და შეხვედრები, რომლებიც ფოკუსირებული იყო მრავალენოვან სწავლებაზე, ინკლუზიურ განათლებაზე და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის განვითარებაზე.

„ეს ვიზიტი იყო შესანიშნავი სასწავლო გამოცდილება. პროგრამის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელს და დაგვეგეგმა სამომავლო პარტნიორობის განვითარების საკითხები და თანამედროვე ევროპული პრაქტიკის დანერგვის გზები, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიური სტუდენტური ცხოვრების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."