Wed 11 Jun

სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები

7-8 ივნისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების პროექტის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

ეს სტუდენტური პროექტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2019 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს შეჯიბრის საწყის ეტაპზე 24 სტუდენტური გუნდი ჩაერთო, ფინალურ ეტაპზე კი 20 გუნდი - 70 მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

საწყის ეტაპზე მონაწილე გუნდებისთვის ჩატარდა ტრენინგები შრომის სამართალსა და სამართლებრივ წერაში, საპროცესო უნარებსა და მედიაციაში. ამის შემდგომ თითოეულმა მონაწილე გუნდმა მოამზადა სამართლებრივი დასკვნა, სარჩელი და შესაგებელი.

დასკვნით ეტაპზე გაიმართა იმიტირებული პროცესები როგორც სასამართლო, ასევე მედიაციის მიმართულებით. ექსპერტ-მსაჯებად 30 - მდე პრაქტიკოსი იურისტი და მედიატორი იყო მოწვეული. მათ შეჯიბრის მონაწილეებს დეტალური უკუკავშირი გაუზიარეს.

იმიტირებული პროცესების დასრულების შემდგომ გუნდები მსაჯების მიერ გამოვლენილი სპეციალური ნომინაციებით დაჯილდოვდნენ და მათ შესაბამისი სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.