
Wed 18 Jun
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის განხილვა
19 ივნისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა გაიმართა. ცენტრის პრაქტიკანტებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ შემდეგ უფლებებთან დაკავშირებით ECHR-ის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს:
- მე-4 მუხლი - მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა;
- მე-6 მუხლი - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
- მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება;
- მე-11 მუხლი - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
- მე-14 მუხლი - დისკრიმინაციის აკრძალვა.
ღონისძიების მიზანი სტაჟიორების ცოდნის გაღრმავება ადამიანის უფლებათა სამართალში, მათი კვლევითი უნარების გაუმჯობესება და გამოცდილების გაზიარება იყო.