
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - ლიდერი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ 101-200 უნივერსიტეტს შორისაა SDG3 - ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით 2025 წლის Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მიხედვით. ეს არის უმაღლესი პოზიცია, რაც კი ქართულ უნივერსიტეტებს დაუკავებიათ რომელიმე მდგრადი განვითარების მიზნის ფარგლებში.
THE Impact Rankings აფასებს უნივერსიტეტების შედეგებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGs) მიღწევაში და ფარავს სწავლა-სწავლებას, კვლევასა და სოციალურ ჩართულობას.
ამავე რეიტინგის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მსოფლიოს 401-600 უნივერსიტეტს შორისაა SDG16 - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები და SDG10 - შემცირებული უთანასწორობა მიმართულებით.
ცალკეულ მიზნებთან მიმართებით მაღალი რეიტინგის დაკავებასთან ერთად, უნივერსიტეტი წელსაც ინარჩუნებს ლიდერობას საქართველოს უნივერსიტეტებს შორის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობაში.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის როლს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია.
იხილეთ რეიტინგი.