
Tue 3 Jun
საერთაშორისო სტუდენტური თვითმმართველობის ფორუმში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოთარ დონაძემ და დაჩი ფერაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სტუდენტური თვითმმართველობის ფორუმში, რომელიც 12-18 მაისს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ფორუმში 9 ქვეყნის 10 უნივერსიტეტიდან 30 სტუდენტი ლიდერი მონაწილეობდა.
ღონისძიება ფოკუსირებული იყო სტუდენტური ლიდერობის განვითარებაზე, პროექტების მართვასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე. მონაწილეები ჩაერთნენ ვორქშოპებში, სადაც განიხილავდნენ სტუდენტური თვითმმართველობის გამოწვევებსა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში ეფექტური ჩართულობის სტრატეგიებს.
აკადემიური სესიების გარდა, პროგრამა მოიცავდა კულტურულ აქტივობებს, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ სომხეთის კულტურას. ფორუმი დასრულდა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით.