
შეცვალე მომავალი - მდგრადი განვითარება შენი ჩართულობით
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე „შეცვალე მომავალი - მდგრადი განვითარება შენი ჩართულობით“
კონფერენციის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. თანასწორობა, ძლიერი ინსტიტუტები, ხარიასხიანი განათლება, ღირსეული შრომა და გარემოს დაცვა ის საერთო ღირებულებებია რაც ჩვენი საზოგადოების წარმატებულ მომავალს განაპირობებს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ აბსტრაქტი შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით. აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას. ის უნდა მოიცავდეს საკითხის აღწერას, განხილვას, გამოყენებულ წყაროებს/მასალებს და რეკომენდაცია/მიგნებას. საკითხი უნდა იყოს აქტუალური. მიგნებები უნდა მოიცავდეს ავტორის ხედვას საკითხის გადაჭრის გზების თაობაზე.
აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 23 ივნისი. აბსტრაქტები გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე [email protected].
კონფერენციის ჩატარებამდე მონაწილეებისათვის გაიმართება მოსამზადებელი ვორქშოპი.
კონფერენცია გაიმართება ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში. ზუსტი თარიღი განისაზღვრება აბსტრაქტების მიღების შემდეგ.
კონფერენციაში მონაწილეობის ან დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულით.
საუკეთესო პრეზენტაციისთვის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.