Mon 30 Jun

კარლ ცაისის კვლევითი ცენტრის ყოველწლიური სიმპოზიუმი

18 ივნისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარლ ცაისის კვლევითმა ცენტრმა მიმდინარე კვლევების შედეგები ფართო საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კარლ ცაისის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა გვიდო ბაუჰამერმაც, რომელმაც ქართველ მეცნიერებს კვლევითი პოტენციალის გაზრდის ახალი შესაძლებლობები გააცნო.

ლიკა ნადარაიამ განიხილა საქართველოში ინოვაციური კვლევა: „Thermally Treated FeCrAl Alloy as Potential Biomaterial: Surface Characterization, Corrosion Resistance and Cytotoxicity Studies”, რომელიც გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში „Biometals”. ნინო ხვიჩიამ ისაუბრა თემაზე: „Multi-scale Targeting of Nucleus by Mammary Gland Benign and Malignant Tumors” და მოხსენებაში განიხილა ცაისის ლაბორატორიასა და ნიუ ვიჟენ გენეტიკსის შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ხოლო პავლე ჭელიძემ წარადგინა კვლევა რადიოლოგიისა და რადიოთერაპიის მიმართულებით: „Targeting Nucleolus by Entering γ-Irradiation-Induced Mitotic Catastrophe and Apoptosis: Live Cell Imaging Combined with UBTF and Fibrillarin Immunodetection”.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა სპეციალური მასტერ კლასი ახალგაზრდა მკვლევარებისა და დოქტორანტებისთვის.