Sun 27 Apr

ვორქშოპების სერია ხელოვნურ ინტელექტზე განათლებაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მართავს ვორკშოპების სერიას ხელოვნურ ინტელექტზე განათლებაში.

პირველი ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ინოვაციისა და პასუხისმგებლობის ბალანსი“ გაიმართა 26 მარტს. ის დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ეფექტურ და პასუხისმგებლიან გამოყენებას, ხელოვნური ინტელექტის როლს უმაღლეს განათლებასა მის სწავლასა და კვლევაში ინტეგრაციის გზებს.

მეორე შეხვედრისას, 25 აპრილს, მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სწავლის შედეგების განსაზღვრის გზები, ჩატარდა პრაქტიკული სესია ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეულ წერითი დავალებების, სწავლის შედეგებისა და შეფასების სტრატეგიების ცვლილების საჭიროებასა და სტრატეგიებზე.

შეხვედრებს უძღვება განათლების სკოლის პროფესორი, ნატალია ედიშერაშვილი და მათში მონაწილეობა უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს შეუძლია.