Tue 13 May

ტრენინგი და დებატები პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწვევს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ტრენინგსა და დებატებში მონაწილეობის მისაღებად არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე.

პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ, თუ რა უფლებები აქვთ არასრულწლოვნებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და ამავდროულად განავითარონ სადებატო უნარ-ჩვევები.

ტრენინგი და დებატები ჩატარდება 2025 წლის 19 მაისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ბოხუას ქ. 11).

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე.  რეგისტრაცია დასრულდება 2025 წლის 16 მაისს.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.