
Mon 28 Apr
ტრენინგი და დებატები ადამიანის უფლებებში
26 აპრილს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი და დებატები ადამიანის უფლებების თემაზე.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა პროფესორი კახი ყურაშვილი, ხოლო დებატების ნაწილში ჩართულნი იყვნენ პროფესორი კახი ყურაშვილი და ნათია ბიძინაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებების აქტუალური საკითხების გაცნობა და მათი სადებატო უნარ-ჩვევების განვითარება იყო.