
Tue 27 May
ტრენინგი და დებატები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი და დებატები ხელოვნური ინტელექტისა და გაეროს კომპეტენციების თემებზე.
ღონისძიება განხორციელდა პოლიტიკის სკოლის მხარდაჭერით და დებატების კლუბის დამფუძნებელი წევრების მონაწილეობით. ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ ექსპერტი შორენა ხაჩიძე და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია ედიშერაშვილი.
მონაწილეებმა ჯერ გაიარეს ტრენინგები ორივე თემატურ მიმართულებაზე, შემდეგ კი შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენეს დებატების დროს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა როგორც დებატების ტექნიკებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და გაეროს კომპეტენციების საკითხებზე.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აქტუალური საკითხების გაცნობა და სადებატო უნარების განვითარება.