
Thu 22 May
იმიტირებული მოლაპარაკებები ევროკავშირის გაფართოების საკითხზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლამ უმასპინძლა სტუდენტების ჯგუფს, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საბჭოს მოლაპარაკებების სიმულაცია გამართეს.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ევროკავშირის საბჭოს მოლაპარაკებების მექანიზმების პრაქტიკული შესწავლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესების გაცნობა და დიპლომატიური უნარების განვითარება.