Fri 16 May

იმიტირებული მოლაპარაკებები მოსწავლეებისთვის

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი და იმიტირებული მოლაპარაკებები შემდეგ თემებზე: არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების დადება და პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისთვის და არასრულწლოვნის შრომითსამართლებრივი უფლება-მოვალეობები.

ტრენინგსა და დებატებს ხელმძღვანელობდა სოფიო ჩაჩავა - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი და მედიატორი.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სამოქალაქო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოლაპარაკებებისა და მედიაციის უნარ-ჩვევების განვითარება.