Thu 8 May

სალონური საუბრები ანდრო დგებუაძესთან

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ინსპირაციულ შეხვედრაში – „სალონური საუბრები ანდრო დგებუაძესთან".

შეხვედრის მთავარი თემები იყო მოტივაცია, თვითრეალიზაცია, სოლისტობა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა პროფესიულ გარემოში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა:

  • თანამშრომელთა ერთმანეთთან დაახლოებას
  • პროფესიული ზრდის ხელშეწყობას
  • ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების გაუმჯობესებას