Sun 11 May

პარტნიორობა „Project IMG"-სთან

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი „Project IMG"-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტში „IMG Unity Collective"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა დაფუძნდება.

„Project IMG" გახლავთ გლობალური სამედიცინო გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს USMLE-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალებით, კლინიკური პრაქტიკითა და აშშ-ში კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობებით. „IMG Unity Collective"-ის საქმიანობა მიმართულია გლობალური ჯანდაცვის თანასწორობისკენ, რაც შეესაბამება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ღირებულებებს.

თანამშრომლობის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებთან პროფესიული კონტაქტების დამყარებას და აშშ-ში სარეზიდენტო პროგრამებში მონაწილეობას.

სტუდენტებისთვის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2025 წლის 19 მაისს.