
Wed 7 May
იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში სკოლის მოსწავლეებისთვის
ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში 2025 წლის 3 მაისს მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი და იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში.
ტრენინგსა და იმიტირებულ პროცესს ხელმძღვანელობდა ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი გიორგი თუმანიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სისხლის სამართლის პროცესის გაცნობა და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.