
Mon 28 Apr
დებატების კლუბის პირველი ღონისძიება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ დაფუძნებული დებატების კლუბის პირველი ღონისძიება ჩატარდა. დებატების კლუბის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებისა და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარება.
პირველი ღონისძიების თემა „ევროკავშირის მიზნები და ღირებულებები" იყო. ღონისძიება მოიცავდა ტრენინგს, რომელსაც შემდგომ მოჰყვა დებატები მონაწილეებს შორის.
დებატებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები.