
Wed 23 Apr
ვიზიტი დასავლეთ საქართველოს სკოლებში
2025 წლის 14-15 აპრილს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ დასავლეთ საქართველოს სკოლებს, კერძოდ: ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლას, ქუთაისის ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესს", ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის №2 საჯარო სკოლასა და სკოლა „ევრო-2000"-ს.
ვიზიტის ფარგლებში სკოლებს გადაეცათ ჯილდოები სასკოლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებებისთვის.
მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია „ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადის" შესახებ, გაეცნენ უნივერსიტეტსა და მის მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს და მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ორიენტაციის ინტერაქტიულ ვორქშოფში.