Mon 24 Mar

გენტის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

2025 წლის 21 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს გენტის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების შესაძლებლობებზე. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური კავშირების განვითარება.