
Wed 16 Apr
ტრენინგი იმიტირებულ მოლაპარაკებებში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ევროკავშირის საბჭოს იმიტირებულ მოლაპარაკებებში.
ტრენინგი მოიცავდა ევროკავშირის სამართლის, საგარეო პოლიტიკისა და კავშირის გაფართოების ძირითად საკითხებს. ამავე დროს, მოლაპარაკებების ტექნიკებს, რაც მონაწილეებს იმიტირებულ საბჭოში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღებაში დაეხმარება.
ევროკავშირის საბჭოში იმიტირებული მოლაპარაკებები ჩატარდება 2 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში