
Sun 30 Mar
საგაზაფხულო სკოლა
„ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2025"-ის ფარგლებში ბაკურიანში საგაზაფხულო სკოლა გაიმართა. პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 27 მოსწავლე მონაწილეობდა.
სასწავლო პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა. მონაწილეებმა შეისწავლეს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები, მოისმინეს ლექციები ევროინტეგრაციისა და ბიზნესის საკითხებზე და მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშებში.
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა პრიზებითა და სერტიფიკატებით.