
Tue 22 Apr
სემინარი ბრიტანეთში სამედიცინო სტაჟირების შესახებ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში ჩატარდა სამედიცინო განათლების სემინარი გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო სტაჟირებისა და პოსტდიპლომური სწავლების შესაძლებლობების შესახებ.
სემინარი ორგანიზებული იყო ბრიტანული ორგანიზაცია „The MedPrep"-ის მიერ და მას უძღვებოდა ექიმი ზუბაირ აჰმადი.
სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სტაჟირების პროგრამისა და სტაჟირებიდან სამედიცინო პოსტდიპლომურ პროგრამაზე გადასვლის შესახებ. ასევე განხილული იყო კლინიკური პრაქტიკის, სალიცენზიო გამოცდებისთვის მომზადებისა და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის საკითხები.