
სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III და IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან სერტიფიცირებული მედიატორები. გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისგან.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 18 აპრილის ჩათვლით (24:00 სთ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
იმიტირებული პროცესების წესებისა და ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები ჩატარდება 2025 წლის ივნისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.