
Fri 7 Mar
ვორკშოპი თემაზე „კომუნიკაცია სამუშაო გარემოში"
2025 წლის 5 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა ინტერაქციული ვორკშოპი თემაზე „კომუნიკაცია სამუშაო გარემოში", რომლის მიზანი იყო ნიუ ვიჟენ ჯგუფის თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, მათ შორის ემპათიური მოსმენის, რთული საუბრების წარმართვისა და უკუკავშირის გაცემის ტექნიკების შესწავლა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული კომუნიკაციის აქტუალური და რეალური საკითხები.
ვორკშოპს უძღვებოდნენ პროფესორი გრეგ ბონდი - მედიატორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, და სოფიო ჩაჩავა - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი და მედიატორი.