Wed 5 Mar

აშკელონის აკადემიური კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი

2025 წლის 3-4 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ისრაელის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, აშკელონის აკადემიური კოლეჯის, წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ლაბორატორიებს. სტუმრებმა მოინახულეს Carl Zeiss-ის მიკროსკოპიის ლაბორატორია, სისხლის ბანკი, მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრი და კლინიკური უნარების ცენტრი. ასევე, ისინი ეწვივნენ ნიუ ვიჟენ ჰელთ ჰაბსა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ვიზიტის მთავარი მიზანი სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.