Tue 18 Mar

იმიტირებული მოლაპარაკებები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას სტუდენტებისთვის ევროკავშირის საბჭოში მოლაპარაკებების იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

იმიტირებული მოლაპარაკებების თემა იქნება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოების დასაჩქარებლად მისაღები ზომების თაობაზე.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2025 წლის 28 მარტის ჩათვლით.

იმიტირებული მოლაპარაკებების წესებისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია დაეგზავნებათ დარეგისტრირებულ სტუდენტებს.

იმიტირებული მოლაპარაკებების სატრეინინგო ნაწილი გაიმართება 2025 წლის 2-3 აპრილს, ხოლო იმიტირებული მოლაპარაკებების თარიღი სტუდენტებს ეცნობებათ ორი კვირით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]