
პარტნიორობა მარტვილის საფეხბურთო კადემიასთან
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მარტვილის საფეხბურთო აკადემიასთან პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. მარტვილის საფეხბურთო აკადემია რამდენიმე წელია სამეგრელოს რეგიონში საქმიანობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით და არის იმ გამორჩეულ საფეხბურთო ორგანიზაციებს შორის, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის ერთ სივრცეში ხდება სავარჯიშო, სასწავლო და საცხოვრებელი პირობების შეთავაზება.
პარტნიორობის მიზანია სამეგრელოს რეგიონში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და განვითარება, ასევე აკადემიური და სპორტული განათლების ეფექტური ინტეგრაცია. ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სრულფასოვანი სასწავლო-სპორტული გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას როგორც სპორტში, ისე განათლების სფეროში.