Wed 30 Oct

პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ახალი დეკანი

ბიძინა ჯავახიშვილი 2024 წლის ოქტომბრიდან პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლას უხელმძღვანელებს.

პროფესიით დიპლომატი, 2004 წლიდან  საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მიმართულებით მუშაობდა.  ამ მიზნით, 2016-2018, 2021-2024 წლებში ბრიუსელში, საქართველოს მისიის მოადგილე იყო.

ბიძინას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპულ პოლიტიკურ მეცნიერებებში ევროპის კოლეჯში (ბრიუგე, ბელგია), საერთაშორისო ურთიერთობებში ვენის დიპლომატიურ აკადემიაში და საერთაშორისო სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ის ასევე თანამშრომლობს ბელგიის ლიუვენის უნივერსიტეტთან, როგორც ასოცირებული მკვლევარი.