
მედიაციის საერთაშორისო ტურნირი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივმა გუნდმა 2025 წლის 5-8 მარტს გამართულ INADR-ის სამართლის სკოლის მედიაციის საერთაშორისო ტურნირში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გუნდს გადაეცა პრესტიჟული "Caise Ellis Spirit of Mediation" ჯილდო, მედიაციის ფუნდამენტური პრინციპების განსაკუთრებული ოსტატობით წარმოჩენისთვის.
INADR-ის -ი პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც წელს საქართველოში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და ის აერთიანებდა სტუდენტურ გუნდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეებმა მედიაციის სიმულაციურ პროცესებში შეასრულეს მხარეების, ადვოკატებისა და მედიატორების როლები, რითაც გაიღრმავეს მოლაპარაკების წარმოების, კლიენტთა ინტერესების დაცვისა და კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკული უნარები.
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ კობერიძე და ლუკა რაფავა, რომლებმაც 2024-25 წლების ზამთრის სემესტრი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაატარეს, ასევე ნიმა ილენბურგი, ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამას შორის თანამშრომლობა უკვე ათი წელია წარმატებით გრძელდება, რაც უწყობს ხელს სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილების შეძენასა და პროფესიულ განვითარებას.
გუნდს ხელმძღვანელობდა დოქტორი გრეგ ბონდი, გამოცდილი მედიატორი და ორივე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ტურნირის პერიოდში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ორი სპეციალიზებული ტრენინგიც ჩაატარა.