Wed 18 Dec

სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა

18 დეკემბერს გაიმართა სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა უნივერსიტეტის სხვა კომიტეტების, სტრუქტურული ერთეულებისა და სკოლების წარმომადგენლების ჩართულობით. 

შეხვედრისას გაიმართა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ვერსიების პრეზენტაცია და განხილვა. სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება წარიმარტა ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრებისა და კონსულტაციების, თითოეული ერთეულისა და სკოლის ხედვისა და მიზნების წარმოდგენის საფუძველზე. შეჯერებული გეგმები წარედგინა აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.